ავტორი ილონა ცაცუა
რა აძლევს სტიმულს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ხათუნა ხოფერიას, რომ ახალი წლისთვის კარგად მოემზადოს და რას უსურვებს ის საქართველოსა და „რეპორტიორს“ თამაშობს თუ არა „Secret santa“-ს და როდიდან დაიწყო საჩუქრების შეგროვება, - ამ თემაზე ხათუნა ხოფერია „რეპორტიორს“ ესაუბრა.
„წელს ჩემი შვილები შემპირდნენ, რომ თავიანთ შვილებთან ერთად ჩემთან მოვლენ სახლში. შვილიშვილები სტიმულს მაძლევენ, მაქსიმალურად მომზადებული შევხვდე ახალ 2019 წელს. საჩუქრების შეგროვება 2 თვის წინ დავიწყე. სხვათაშორის, ვთამაშობ „Secret santa“-ს. ძალიან მიყვარს, როცა მე თვითონ ვჩუქნი საჩუქრებს. ქვეყანას ვუსურვებ სიმშვიდეს, წინსვლას და რაც მთავარია, სოციალური პრობლემების მოგვარებას. „რეპორტიორს“ კი მადლობას ვუხდი, მთელი წლის განმავლობაში მიუკერძოებლად მუშაობისთვის. ეს არის სააგენტო, რომელსაც აქვს გამოკვეთილი ხედვა და ეს ხედვა არის სწორი“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.