logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ახალ წელს სამი დიზაინერის რჩევას ვითვალისწინებ
- +

ავტორი ილონა ცაცუა

2 იანვარი. 2019. 11:29

 

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ „რეპორტიორს“ გაუმხილა, თუ ვინ არიან ის დიზაინერები, რომელთა რჩევითაც რთავს  ნაძვის ხეს. ქვეყანას კი ახალი წელი მიულოცა.

 

„ტრადიციულად, ახალ წელს ოჯახში ვხდები, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ნაძვის ხეს დიზაინერები რთავენ - მეუღლე და შვილები. მათ როგორც უნდათ, ისეა მორთული და  მე, რა თქმა უნდა, მომწონს.

 

ოჯახის წევრების შემდეგ, პირველი, ვისაც ვულოცავ ახალ წელს, ჩემი თანამშრომელები არიან, რომლებსაც უწევთ მუშაობა ახალი წლის ღამეს.

 

ქვეყანს ვუსურვებ სტაბილურობასა და სიმშვიდეს. „რეპორტიორს“ კი მადლობა, ამის შესაძლებლობა, რომ მომცა“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner