logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: მინდა, ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ ერთიანი საქართველო ვიხილო
- +

ავტორი ილონა ცაცუა

2 იანვარი. 2019. 12:25

 

რას ელოდება ყოველ ახალ წელს და რომელი ტრადიციის დარღვევას აპირებს 2019 წელს, - ამის შესახებ  საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „რეპორტიორს“ ესაუბრა.

 

„მე ყოველთვის სახლში ვხდები ახალ წელს, ოჯახის წევრებთან ერთად და მინდა, 2019 წელს ეს ტრადიცია დავარღვიო. მსურს, ახალ წელს შევხვდე საქართველოს რომელიმე კუთხეში.

 

მიყვარს საქართველო და  ვუსურვებ დაწყნარებას. მინდა იყოს ბედნიერი და გახარებული. რაც არ უნდა ვისაუბროთ ხელისუფლებაზე და ოპოზიციაზე, ჩვენ ყველას გვიყვარს სამშობლო და თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია თითო აგურის დადება ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

ყოველ წელს ველოდები, რომ ჩვენი ძმები, აფხაზები და ოსები, ჩვენთან დაბრუნდებიან და საქართველო გამთლიანდება. ველოდები, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ძმები იყვნენ ჩვენთან. მინდა, ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ ერთიანი საქართველო ვიხილო. ყოველ წელს ამას ველოდები!“ - განაცხადა ოქიტაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner