logo_geo
eng_logo
10 ყველაზე ლამაზი ადგილი, სადაც ახალი წელი ზუსტად ისევე ზღაპრულია, როგორც უნდა იყოს
- +

2 იანვარი. 2019. 13:00

 

 

ახალი წელი თოვლთან და გადათეთრებულ ქუჩებთან ასოცირდება. მსოფლიოში არც ისე ბევრი ქალაქია, სადაც ყველაფერი თოვლით იფარება. თუმცა, შესაძლებელია ისეთი გარემოს პოვნა, სადაც ახალ წელს თოვლის ფიფქებთან ერთად შეხვდებით. ქვემოთ ჩამოთვლილია 10 ყველაზე ლამაზი ადგილი, სადაც ახალი წელი ზუსტად ისევე ზღაპრულია, როგორც უნდა იყოს.

 

  ვინიპეგი, კანადა

 

ვინიპეგი კანადის ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქია და აქ წელიწადში 6 თვე თოვს. თუ ვინიპეგში სამოგზაუროდ წახვალთ, სიცივისთვის უნდა მოემზადოთ და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგოთ.

 

ოსლო, ნორვეგია

 

ოსლო ნორვეგიის დედაქალაქია. ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვინც ზაფხულის სიცხეს ფიზიკურად ვერ უძლებს. მთები და მყინვარები სულ რამდენიმე საათის სავალ გზაზეა ქალაქიდან, რაც თხილამურებით სრიალისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ოსლოში უამრავი ადამიანი ჩადის საშობაო არდადეგების გასატარებლად.

 

ვენა, ავსტრია

ვენა უხვი თოვლით არ გამოირჩევა, მაგრამ საოცარი არქიტექტურის გამო აქ მაინც შეიძლება დაუვიწყარი საშობაო მოგონებების შექმნა.

 

ვილნიუსი, ლიტვა

 

ვილნიუსი ლიტვის ყველაზე დიდი ქალაქია. თავად ლიტვა ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა, ამიტომ ზამთარში აქ ყინვა და თოვლი გარანტირებულია. თუ არჩევანს ვილნიუსზე შეაჩერებთ, არ დაგავიწყდეთ სახელგანთქმული საშობაო მატარებლით მგზავრობა.

 

ჰელსინკი, ფინეთი

 

თუ ახალ წელს ფინეთში მოხვდით, მაშინ გაგიმართლათ, რადგან თოვლით დაფარულ ქუჩებში სეირნობა თავს ლაპლანდიაში გაგრძნობინებთ.

 

 

უშუაია, არგენტინა

 

უშუაია პატარა ქალაქია არგენტინაში, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება შეიძლება.

 

ნიურნბერგი, გერმანია

 

ნიურნბერგი ბავარიის სიდიდით მეორე ქალაქია. ახალი წლის პერიოდში აქ ყოველთვის თოვს, ულამაზესი საშობაო ბაზრობები კი ყოველ ზამთარს 2 მილიონ ტურისტს იზიდავს.

 

კიევი, უკრაინა

 

უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ზამთარი ყოველთვის თოვლიანია. ისტორიულ ქალაქში თოვა ნოემბერში იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

 

ტალინი, ესტონეთი

 

ესტონეთის დედაქალაქი ტალინი ცივი და მკაცრი კლიმატით გამოირჩევა. ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქალაქში, აქაც იმართება გასაოცარი საშობაო ბაზრობა.

 

გრენობლი, საფრანგეთი

 

გრენობლს ალპების დედაქალაქსაც უწოდებენ ხოლმე. აქ ხშირად თოვს, მაგრამ გაუსაძლისი ყინვა ნამდვილად არაა. თხილამურებით სრიალი თუ გიყვართ, გრენობლში შობა-ახალი წლის გატარება ძალიან მოგეწონებათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner