logo_geo
eng_logo
გინესის წიგნში შესული საახალწლო რეკორდები
- +

2 იანვარი. 2019. 14:53

 

შეიძლება ითქვას, რომ ზამთარი წელიწადის ყველაზე გამორჩეული დროა, რომელიც დატვირთულია უამრავი დღესასწაულით, ტრადიციებით და საინტერესო მოვლენებით. სწორედ ეს ყველაფერი ათბობს და გვაყვარებს ამ ცივ თვეებს. რა თქმა უნდა, სახლისა და იმ გარემოს მორთვა, რომელშიც ვცხოვრობთ უკვე კარგად დამკვიდრებული ტრადიციაა. ფერადი განათებები, ნაძვის ხეები, ქანდაკებები- ყოველ წელს გულს ახალ-ახალი დეკორაციით ვიხარებთ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ ჩვეულებრივი დეკორაციები თუ მოვლენები და ცდილობენ ახალი წელი ყველასთვის კიდევ უფრო საინტერესო გახადონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთვის წარმოგვედგინა ის არაჩვეულებრივი და გამორჩეული მოვლენები, რომელიც ახალ წელს უკავშირდება და რომლებმაც მოახერხეს და ადგილი დაიმკვიდრეს გინესის წიგნში.


 



ფრანგმა შოკოლადის ოსტატმა, პატრიკ როჯერმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში გადაწყვიტა შოკოლადის ნაძვის ხე გაეკეთებინა. რა თქმა უნდა ეს არ იყო უბრალო ნაძვის ხე. 2010 წელს, პატრიკმა მსოფლიო რეკორდის დამყარება გადაწყვიტა და ამიტომ, მან 10 მეტრიანი ნაძვის ხე შექმნა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები 4000 კილოგრამს იწონიდა. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შოკოლადის ნაძვის ხის აშენებას 1 თვე და 45000 დოლარი დასჭირდა. 24 დეკემბერს, შობამდე ერთი დღით ადრე რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდა. თუმცა, პატრიკის ნაძვის ხე მხოლოდ რეკორდის დასამყარებლად არ შექმნილა. მან, ნაძვის ხის ნაწილები აუქციონზე გაყიდა და მიღებული თანხა იმ ორგანიზაციებში გადარიცხა, რომლებიც ნეირომუსკულარულ დაავადებებს იკვლევენ.

 


 



ასევე გამორჩეულია დეივიდ რიჩარდის რეკორდი, რომელიც კანბერაში, ავსტრალიაში, 2011 წლის 6 დეკემბერს დამყარდა. დეივიდმა ყველაზე დიდი საახალწლო თემატიკის, გარე განათება შექმნა. მან 29,630 მეტრის სიგრძის ლედ ნათურები, 15000 კაბელი და 18 მეტრიანი განათებით კონტროლირებადი ხე (სულ 27 კმ. განათება) გამოიყენა იმისათვის, რომ გინესის მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა. დეივიდმა, რეკორდის დამყარებამდე 4 წლით ადრე დაიწყო გარე, საახალწლო განათებებით დაინტერესება. პირველად მან მხოლოდ საკუთარი სახლის კარები გაანათა. 4 წლის განმავლობაში კი ნელ-ნელა აგროვებდა სხვადასხვა სიგრძისა და ფერის ნათურებს. დეივიდს, მშვენიერი მორთულობის სანახავად უამრავი ადამიანი სტუმრობდა, შემოსული თანხით კი ის ბავშვებს ეხმარებოდა. რეკორდის დამყარების შემდეგ, მან გადაწყვიტა ნათურები სხვა ადამიანებისთვის ეჩუქებინა, რათა მათაც შესძლებოდათ ბავშვებისთვის დახმარების გაწევა.

 


 



დაუვიწყარი და წარმოუდგენლად ლამაზი იყო რეკორდი, რომელიც რიო დე ჟანეიროში დამყარდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოიერვერკის შოუ, კოპაკაბანას მთელს სანაპიროს, რომელიც 3600 მეტრს მოიცავს, სწვდებოდა. ბრაზილიელებმა, ამ დაუვიწყარი შოუსთვის 21,600 პიროტექნიკა გამოიყენეს, რომლებიც მთლიანობაში 23,5000 კილოგრამს იწონიდა. რა თქმა უნდა ალბათ ყველაზე ეფექტური და საოცარი რეკორდის დამყარებას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

 


 



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner