logo_geo
eng_logo
მეკვლეობა - ქართული ტრადიცია და ადათ-წესი
- +

2 იანვარი. 2019. 15:57

 

მეკვლის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოჰყვება. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს. ამ სტატუსს ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცი ითავსებს. თუმცა ძველად მეკვლის ოჯახში შესვლა მთელ ერთ, დიდ რიტუალს წარმოადგენდა. ამ კონკრეტული პიროვნების მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანასკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულობით დახუნძლული აღებდა.

 

თავდაპირველად, როცა კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალი სამეურნეო წლის ანუ, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის - ახალი წლის პირველი მომლოცველის - ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი, რიტუალური კვალის გავლება.

 

ამ ჩვეულების გადმონაშთი ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლის მიერ კარ-მიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის, ანუ „მეფეხის" მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი, ცხვარი ან ცხენი.

 

დღესაც თანამედროვე ოჯახებში მეკვლეს სიხარულით ელიან და ერთად ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner