logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ე.წ. საზღვართან პატრულირება გაძლიერებულია!
- +

21 მაისი. 2016. 22:21


„შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება არათუ შესუსტებული, პირიქით - გაძლიერებულია,"- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას, „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.


 „შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება არათუ შესუსტებული, პირიქით - გაძლიერებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გარკვეულ ზონებში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასაც კი არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმებები თავის დროზე იყო მიღწეული. სამწუხაროდ, არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვს საშუალება გააკონტროლოს სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ინცინდენტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ იქ სიტუაცია არის უკონტროლო.

ასეულობით პოლიციელი პატრულირებს .. ადმინისტრაციულ საზღვართან  და რომ არა ჩვენი დანაყოფების პატრულირება ამ ხაზებთან, შესაძლოა მეტი ინცინდენტები მომხდარიყო",


 „ჩვენს გეგმებს რაც შეეხება, თუ ამაზე მოლაპარაკება განცხადებებით ვერ მოხერხდება, თუ საჭიროა საგუშაგოების დამატება და თუ ჩვენი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავზარდოთ კიდევ ჩვენი წარმომადგენლობა."-  შს მინისტრის მოადგილემ ოკუპირებული ტეიტორიების საზღვრებთან არსებული ვითარებაც განიხილა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ე.წ. საზღვრებთან  საგუშაგოების რაოდენობა გაიზარდოს.


„იმ ძალებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით, მოვახერხეთ ასეთი ტრაგიკული შემთხვევების პრევენცია. რადგან დღეს მაინც მოხდა ასეთი შემთხვევა, ეს კიდევ ერთხელ ხსნის დისკუსიისთვის სივრცეს, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებით მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება", - განაცხადა თალაკვაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner