logo_geo
eng_logo
მსოფლიოს 25 ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიცია
- +

2 იანვარი. 2019. 18:17

 

 

ახალი წელი მსოფლიოს ყველა კუთხეში მოდის, მაგრამ მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ხვდებიან, ზოგგან - საკმაოდ უცნაურადაც კი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ პურის კედლისათვის დაშენას წარმატება მოაქვს, სხვებისათვის კი წინასაახალწლოდ საფრთხობელას დაწვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც ჩვენთვის - გოზინაყის მომზადება. ეს კიდევ არაფერია: ზოგგან უახლოეს მეგობარს ხელჩართულ ბრძოლაში იწვევენ, რომ ახალ წელს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.

გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში 25 ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიიცისთვის მოგვეყარა თავი.

1. დამტვრეული ჭურჭელი (დანია)

 

დანიაში ახალი წლის აღნიშვნა მეგობრისთვის დამტვრეული ჭურჭლის კართან დაყრით იწყება. ვის სახლთანაც მეტი ნამსხვრევი დაგროვდება, სწორედ მას ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მომავალ წელსაც უფრო გაუმართლებს.

2. ალმოდებული საფრთხობელა (ეკვადორი)

 

ეკვადორში ახალი წლის დადგომას საფრთხობელებისა და გასული წლის ფოტოების დაწვით აღნიშნავენ.

3. ყურძნის 12 მარცვალი (ესპანეთი)

 

ესპანელების აზრით, თუ ახალი წლის ღამეს ყურძნის 12 მარცვალს შეჭამ, მომავალი წელი ბედნიერებას მოგიტანს.

4. ყველაფერი, რაც მრგვალია (ფილიპინები)

 

აქ ფიქრობენ, რომ ახალ წელს სუფრაზე ყველაფერი მრგვალი უნდა იდოს. ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული და ა.შ ის, რაც ფორმით მონეტას წააგავს, კეთილდღეობისა და ბევრი ფულის მომტანია.

5. ფერადი საცვლები (სამხრეთ ამერიკა)

 

სამხრეთ ამერიკაში ახალი წლის ღამეს ადამიანები ფერად საცვლებს იცვამენ, ფერს კი იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა სურთ ყველაზე მეტად. თუ წითელს ჩაიცვამ, აუცილებლად გაგიმართლებს სიყვარულში, ოქროსფერი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს, თეთრი ფერი კი ურთიერთობაში ჰარმონიასა და მშვიდობას შემოიტანს.

6. 108 ზარი (იაპონია)

 

იაპონელების აზრით, ახალ წელს 108-ჯერ ზარის ჩამოკვრა ცხოვრებას უარყოფითი ენერგიისაგან გაწმენდს, რაც მათ სადღესასწაულო განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.

7. ჩხუბის ფესტივალი (პერუ)

 

პერუში ახალ წელს მეგობრები ხელჩართულ ბრძოლაში ებმებიან, ხოლო ამის შემდეგ ახალი ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას და სამუდამოდ ივიწყებენ ძველ წყენას.

8. ნაყინის ბურთულა (შვეიცარია)

 

შვეიცარიაში ახალ წელს ნაყინის ბურთულებით ეგებებიან, რომელთაც საგანგებოდ ძირს ყრიან.

9. მონეტის სროლა მდინარეში (რუმინეთი)

 

რუმინელები მონეტებს ყრიან მდინარეში, რამაც დამდეგ წელს ბევრი ფული უნდა მოუტანოთ.

10. ჭიქა წყლის ფანჯრიდან გადაგდება (პუერტო-რიკო)

პუერტო-რიკოში ბოროტი სულებისა და ნეგატიური აურისაგან თავის დასაღწევად წყლიან ჭიქას აგდებენ ფანჯრიდან.

11. ნუ დაივიწყებთ ძროხებს! (ბელგია)

 

ბელგიაში არც ერთ ფერმერს არ ავიწყდება, რომ ძროხებს ბედნიერი ახალი წელი უსურვოს.

12. მონეტა ნამცხვარში (ბოლივია)

 

იმ იღბლიან ბოლივიელს, რომელიც საგანგებოდ მომზადებულ ნამცხვარში მონეტას აღმოაჩენს, წარმატებული წელი ექნება.

13. ბლინები (საფრანგეთი)

 

ფრანგები აფასებენ გემრიელ საჭმელს, ამიტომ ახალ წელს ისინი ყველაზე ტკბილ საახალწლო ბლინებს მიირთმევენ.

14. ჩემოდნები (კოლუმბია)

 

კოლუმბიელებს ყველაზე მეტად ახალი შეგრძნებები უყვართ. მათ სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დადგომამდე მთელი დღე ახლოს ექნებათ საკუთარი ჩემოდანი, მომავალ წელს მოგზაურობასა და გართობაში გაატარებენ.

15. ახტი ყველაზე მაღლა (დანია)

 

დანიელები ცდილობენ, რაც შეიძლება მაღლა ახტნენ, რომ იღბლიანი წელი ჰქონდეთ.

16. წუწაობა (ტაილანდი)

 

ტაილანდში ადამიანები ერთმანეთს წყლით ბომბავენ.

17. ღამის გატარება ახლობლის საფლავთან (ჩილე)

 

ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მისთვის პატივის მიგებას ნიშნავს.

18. ცხოველებთან საუბარი (რუმინეთი)

 

ბელგიელი კოლეგების მსგავსად, რუმინელი ფერმერებიც ცდილობენ, ახალ წელს აუცილებლად ჰქონდეთ ურთიერთობა ფერმის ბინადრებთან. მათი აზრით, ეს ბედნიერი მომავალი წლის საწინდარია.

19. პურის ძალა (ირლანდია)

 

ირლანდიელები ახალ წელს პურს ესვრიან სახლის კედლებს, მათი აზრით, პურს აქვს ძალა, რომელიც ბოროტ სულებს დააფრთხობს.

20. ძველი ავეჯის გადაყრა (სამხრეთ აფრიკა)

 

სამხრეთაფრიკული ტრადიციის თანახმად, ახალი წლის ღამეს სასურველია ძველი ავეჯისა და ნივთების ფანჯრიდან მოსროლა.

21. ბანაობა გაყინულ წყალში (ციმბირი)

 

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ციმბირში ახალ წელს გაყინულ წყალში საცვლების ამარა ჩახტომით ხვდებიან.

22. მდნარი მეტალის წინასწარმეტყველება (ფინეთი)

 

ფინელების აზრით, წყალში გამდნარი მეტალის ჩასხმით მომავალი წლის წინასწარმეტყველება შეიძლება.

23. ადამიანის გამოსახულების დაწვა (პანამა)

 

ადამიანის ნებისმიერი გამოსახულებისა თუ ნივთის დაწვა პანამელებისათვის საუკეთესო და ბედნიერი მომავალი წლის გარანტიაა.

24. ტაფები და ქვაბები (ავსტრალია)

დასტაცეთ ხელი ლითონის ჭურჭელს სამზარეულოში, გამოდით გარეთ და იხმაურეთ შუაღამისას, თუ გსურთ, რომ ავსტრალიურად შეხვდეთ ახალ წელს.

25. ჭამეთ რაც შეიძლება მეტი! (ესტონეთი)

 

ესტონელები ახალ წელს დღეში 7-ჯერ მიირთმევენ საჭმელს, რაც მომავალ წელს მათ ბარაქას მოუტანს.

მეკვლე (საქართველო)

 

ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც დიდი სიხარულით ეგებებიან ახალი წლის დადგომას. დღესასაწაულს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავთ, მივირთმევთ გემრიელ საჭმელებს და საჩუქრებით ვახარებთ ერთმანეთს. ყველაზე გავრცელებული საახალწლო ტრადიცია კი მეკვლეა. ეს არის ადამიანი, რომელიც ყურადღებით უნდა შეარჩიო, რადგან სწორედ მისი ფეხის შემობიჯება წყვეტს, როგორი წელი ექნება ოჯახს. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner