ავტორი თეონა რამაზაშვილი
მედიაში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-"ში გადაღებული ფოტო ვრცელდება, სადაც „ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური სანდრო ბრეგაძეს, საკრებულოს დეპუტატს სოსო მანჯავიძეს და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორს, ზვიად ტომარაძეს ხვდება.
შეხვედრის მიზანი უცნობია, თუმცა „რეპორტიორი" ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა. ტომარაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი უწყინარი იყო, ოთხივე წარმომადგენელი ერთმანეთს მხოლოდ ყავის დასალევად შეხვდნენ.
„სპორტის სასახლეში ვესწრებოდით „ეტალონის" ღონისძიებას, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში ყავის დასალევად გადავედით."- განაცხადა ტომარაძემ „რეპორტიორთან" საუბარში.