logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე დავით კოღუაშვილზე: „ზიკას“ ვირუსი საქართველოშია!
- +

21 მაისი. 2016. 23:32



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის,  დავით კოღუაშვილის მიერ, ივანე მერაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს:


ზიკასვირუსი საქართველოშია.

კოღოა თუ კოღუაშვილმა ხელისუფლებაც და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი უკვე დააინფიცირა..."- აღნიშნავს მჟავანაძე.


„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით კოღუაშვილმა „ქართული გაზეთი"-თვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი გარემოების მძევალია, გიგი უგულავას კი, ქვეყნისთვის გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია გარეთ, ვიდრე საკანში.


არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს", - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner