„ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს. იყო საკითხები, რაზეც გუნდს შეიძლებოდა უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდა, მაგრამ ასე არ მოხდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევა მის მიერ გუნდის დატოვებასაც, ამაზე პასუხი მდინარაძეს არ აქვს.
„ეს გამოიწვევს თუ არა მის მიერ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებას, ეს ჩემთან დასასმელი კითხვა არ არის. ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს. ამიტომ ხდება ასე. იყო ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეიძლებოდა, გუნდს უფრო ხისტი პოზიცია დაეკავებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.