დოჰას ტურნირის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მოხვდა.
ესპანელ ალბერტ რამოსთან გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 1 795 ქულა დააგროვა და მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მოხვდა. იმ შემთხვევაში, თუ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ქართველ ჩოგბურთელთან დამარცხდება, ბასილაშვილი ახალ რეიტინგში ოფიციალურად დაისაკუთრებს მე-20 ადგილს.
არ არის გამორიცხული, ბულგარელ დიმიტროვთან გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდეს.
ქართველი ჩოგბურთელი 2018 წლის ნოემბერში 21-ე ჩოგანი იყო.