logo_geo
eng_logo
სოციალურად დაუცველები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ
- +

3 იანვარი. 2019. 18:21

 

 

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ.

 

მისივე თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

 

„პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მედიკამენტის უფასოდ მიღებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან შეძლებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner