logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ორი ტიპის დამნაშავე ჰყავს...
- +

22 მაისი. 2016. 01:01



საქართველო თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელბას აფასებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დამნაშავე შესაბამისად დასაჯოს.


ხიდაშელის თქმით, ოკუპაციას ქართული სახელმწიფო მარტო ვერ დაამთავრებს!


„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს. საქმეს ორი ტიპის დამნაშავე ჰყავს, ერთი დამნაშავე, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და ის ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს. მეორე დამნაშავე- ეს არის ოკუპაცია.

 

ოკუპაციას ქართული სახელმწიფო მარტო ვერ დაამთავრებს! ვინც ამ ილუზიებით ცხოვრობს, ეს მათი არჩევანია და შეუძლია ამ ილუზიებით იცხოვროს,  მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა.

 

ყველას მინდა ვთხოვო, რომ ემოციები დაიოკონ, საკუთარი ქმედებები გაიხსენონ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიშვირონ ვინმეს მიმართ თითი. ყველაფერი რაც ხდება, ცუდი და კარგი, არის ხელისუფლების კისერზე."- განაცხადა ხიდაშელმა.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner