მექსიკელმა არქეოლოგებმა 900-1150 წლების ღვთაების ნიშნებს მიაგნეს.
მათი განცხადებით, ღვთაების ნიშნებს, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, შტატ პუებლაში ხიპე ტოტეკის ტაძრის გახსნისას მიაგნეს.
ისტორიულად, მთელ რეგიონში, ქურუმები პატივისცემის ნიშნად ღმერთს მსხვერპლს სწირავდნენ და ადამიანების კანს იცვამდნენ.
მეცნიერების თქმით, ხიპე ტოტეკის პატივსაცემად აღმოჩენილი ნივთები, შესაძლოა მანამდე აღმოჩენილებს შორის ყველაზე ძველი იყოს.
ხიპე ტოტეკი აცტეკებამდე პერიოდის ისტორიებში გვხვდება და მას, როგორც წესი, სანდლებითა და ადამიანის კანში გადაცმულს გამოსახავენ.