ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა Chang'e-4 დედამიწაზე მთვარის შეუსწავლელი ნაწილის ფოტოები გამოგზავნა, რომელიც დღეს, 3 იანვარს, მის ზედაპირზე დაჯდომისას გადაიღო. ფოტოები ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური სამმართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
ფოტოები 07:40 საათზე გადაიღეს (თბილისის დროით).
ჩინეთის მიერ გაგზავნილი რობოტი კოსმოსური აპარატი მთვარის ამ დრომდე შეუსწავლელ ნაწილზე 3 იანვარს წარმატებით დაჯდა. ის აღჭურვილია ლოკაციის გეოლოგიური და ასევე ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით.