logo_geo
eng_logo
მთვარის შეუსწავლელი ნაწილის ახალი ფოტოები
- +

3 იანვარი. 2019. 22:58

 

 

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა Chang'e-4  დედამიწაზე მთვარის შეუსწავლელი ნაწილის ფოტოები გამოგზავნა, რომელიც დღეს, 3 იანვარს, მის ზედაპირზე დაჯდომისას გადაიღო. ფოტოები ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური სამმართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

 

 

ფოტოები 07:40 საათზე გადაიღეს (თბილისის დროით).

 

ჩინეთის მიერ გაგზავნილი რობოტი კოსმოსური აპარატი მთვარის ამ დრომდე შეუსწავლელ ნაწილზე 3 იანვარს წარმატებით დაჯდა. ის აღჭურვილია ლოკაციის გეოლოგიური და ასევე ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner