logo_geo
eng_logo
საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება
- +

25 თებერვალი. 2016. 10:58


მიგრაციული კრიზისის ფონზე საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ათენი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის არც ერთ შეთანხმებას მანამ, სანამ პასუხისმგებლობა მიგრაციული კრიზისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე თანაბრად არ გადანაწილდება.


მისი თქმით, მთავრობა საბერძნეთის ბუფერულ ზონად გადაქცევას არ დაუშვებს.



საბერძნეთი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია ევროკავშირში ჩასვლის მსურველთათვის, უკმაყოფილოა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციით მიგრანტების საკითხთან მიმართებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner