logo_geo
eng_logo
ირაკლი ალასანია: ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩილ თალაკვაძეც, შს მინისტრიც, გიორგი კვირიკაშვილიც განიცდიან ამას...
- +

22 მაისი. 2016. 01:17



პარტია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველმა უწყებებმა სასწრაფო ღონისძიებები უნდა გაატარონ.


როგორც ალასანიამ „იმედის" ეთერში განაცხადა, ქართველ სამართალდამცველებს აუცილებლად უნდა მიეცეთ ბრძანება, რომ მსგავს შემთვევებში დამნაშავეებს ცეცხლი ადგილზევე გაუხსნან და დამნაშავის ლიკვიდირება განახორციელონ.

 

„პოლიციის ოფიცრის, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის პირდაპირი მოვალეობაა, რომ როდესაც შეესწრება ასეთ დანაშაულს ადგილზე გახსნას ცეცხლი და პირდაპირ გაანადგუროს თავდამსხმელი. იმ ოთხი ყაჩაღისთვის, ბანდიტისთვის, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იყო გადმოსული, ამ ფორმით რომ გაეცათ პასუხი ჩვენს სამართალდამცველებს, დამერწმუნეთ ვერც ერთი ვეღარასდროს ვერ გაებდავს ასეთი საშნელი დანაშაულის ჩადენას.

 

მე მოვუწოდებ სამართალდამცველ უწყებებს, რომ მიეცეთ ბრძანება რომ გახსნან ცეცხლი დაუყოვნებლივ იმ შემთვევაში თუ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. ეს არის სირცხვილი რომ ჩვენს ტერიტორაზე ასეთი დანაშაული მოხდა.

 

საკონტროლო გასროლა გააკეთა და ასე დაუსჯელად გადავიდნენ უკან. ეს არის მისახედი სასწრაფოდ და ამას სჭირდება სწრაფი რეაგირება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ არჩილ თალაკვაძე, მინისტრიც, გიორგი კვირიკაშვილიც განიცდიან რომ ეს მოხდა."- განაცხადა ალასანიამ.   


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner