logo_geo
eng_logo
კიევში პრეზიდენტის დაცვის წევრი მოკლეს
- +

4 იანვარი. 2019. 04:25

 

 

კიევში, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაცვის წევრი მოკლეს.  შემთხვევა ქუჩის კამერებმა დააფიქსირა. მკვლელობის ვიდეო კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

26 წლის ვასილი ხმელიუკი მუშაობდა უწყებაში, რომელიც ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილ უკრაინელ მოკრივეს პეტრ ოჩერეტიანს, რომელიც თავად ჩაბარდა პოლიციას, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევა 2 იანვრის ღამეს მოხდა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ურტყამენ დაცვის წევრს თავში, რის შედეგადაც ის დაეცა და ადგომა ვეღარ შეძლო.

 

ხმელიუკმა კინაღამ გაიტანა მანქანით ორი ძაღლი, რომლებსაც ოჩერეტიანი ასეირნებდა. მოკრივესა და დაცვის წევრს შორის კონფლიქტი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ხმელიუკის გადარჩენა ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner