logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!
- +

4 იანვარი. 2019. 10:33

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ქართველ ერს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელად და სულიერ წინამძღოლად თქვენ მოევლინეთ და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე დროება იდგა. თქვენ, აღსაყდრებიდან 41 წლის თავზე, ისევ ისე დაუღალავად, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით, იღწვით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. თქვენ მაგალითს გვაძლევთ ყველას და შთააგონებთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესები და წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი. დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას ჩვენი ხალხისა და საქართველოს საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

 

დღეს კათოლიკოს-პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner