ინდონეზიაში მდებარე ვულკან ანაკ-კრაკატაუს ამოფრქვევის სატელიტური ფოტო გამოქვეყნდა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, თანამგზავრი ფოტოს აქამდე ვერ იღებდა. მკვლევარების თქმით, ფოტო საშუალებას მისცემს მათ, დააზუსტონ, თუ როგორ გაანადგურა ლავის ამოფრქვევამ კუნძული.
ბოლო მონაცემებით, ანაკ-კრაკატაუს მიერ გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 430-ს მიაღწია. სტიქიის გამო 40 ათას ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.