გაერო-ს მონაცემებით, 2018 წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 200-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო. როგორც გამოცემა „შპიგელი“ წერს, ხმელთაშუა ზღვიდან ლტოლვილების შემოდინება თანდათან უფრო მცირდება. ზღვის სანაპირო ზოლის გადამკვეთთა რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 2018 წელში 172 301 ადამიანიდან 113 482-მდე შემცირდა.
2015 წელს ზღვის გავლით, ევროპამდე 1 მილიონამდე ლტოლვილმა მიაღწია. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანახმად, 2018 წელს ლტოლვილების დიდი ნაწილი ესპანეთში ჩავიდა. წინა პერიოდებში ლტოლვილთა რაოდენობით ესპანეთი და საბერძნეთი ლიდერობდნენ.