logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: იურიდიული კომიტეტის სხდომის დანიშვნა რეგლამენტის ყველა მოთხოვნის დაცვით მოხდა
- +

4 იანვარი. 2019. 12:54

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი არ აკონკრეტებს, მან მოიწვია თუ არა იურიდიული კომიტეტის სხდომა 14 იანვარს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს.

 

„იურიდიულ კომიტეტს თავმჯდომარის მოადგილეები ჰყავს. თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილია, ჩანიშნოს სხდომა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დაცულია რეგლამენტის ყველა მოთხოვნა და ასე განხორციელდა. ერთ-ერთი მოადგილე მე ვარ. პირდაპირ არის რეგლამენტში მოცემული მუხლი, თუ არ ვცდები, 36-ე, სადაც არის საუბარი, რომ როდესაც უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ვერც თავმჯდომარე, ვერც პირველი მოადგილე, მაშინ უნდა ჩაინიშნოს სხდომა, სხდომას ნიშნავს მოადგილე და სხდომა არის იმ მიზნით, რომ დაევალოს მოადგილეს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, ვიდრე არ იქნება არჩეული კომიტეტის თავმჯდომარე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14 იანვარს ჩაინიშნა. კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადგილი აქვს რეგლამენტის დარღვევას და რომ კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის უფლებამოსილება არ დაკისრებია დავით მათიკაშვილს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner