კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს იუბილეს ულოცავს.
„დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს! მადლობა იმ სიბრძნისთვის, სიყვარულისთვის და მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის მიმართ გამოხატავთ. თქვენი ლოცვა-კურთხევა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას! უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს სამწყსოს“,- ნათქვამია ნოდარ ხადურის მისალოც წერილში.