საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს. ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი.
მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!“ - ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.