აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს 86 წლის იუბილეს. უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს“, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.