რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, კარანტინი გამოცხადდა, როგორც ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს, 25 დეკემბრიდან პაციენტთა მიმართვიანობა, სულ მცირე, სამჯერ არის გაზრდილი.
მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ამბულატორიულ დახმარებას 30-ზე მეტ მოზარდს უწევენ. ექიმების თქმით, გასულ წლებში ეს რიცხვი 10-ს არ აჭარბებდა.
ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.