logo_geo
eng_logo
2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3 მლრდ დოლარს შეადგენს
- +

4 იანვარი. 2019. 15:43

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 8 679 544 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.

 

მათივე ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით ზრდა 9.8%-ს შეადგენს. ამასთან, 2018 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4 756 820 შეადგინა, რაც 687 466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა 16.9%)

 

„2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ ესტონეთი (+80%),სლოვაკეთი (+62%), რუმინეთი (+59%), ნიდერლანდები (+56%), გერმანია (+50%), ლატვია (+50%), ჩეხეთი (+44%), პოლონეთი (+37%), საფრანგეთი (+36%), გაერთიანებული სამეფო (+31%) (იტალია +30%) და სხვა.

 

ამასთან, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა (+112%), ჩინეთი (+75%), ბელარუსი (+43%), ისრაელი (36%), ქუვეითი (+34%), ყაზახეთი (+25%) და აშშ (+25%).

 

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 3 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%), რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2 571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%“, - ნათქვამია სტატისტიკურ მონაცემებში.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner