logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა რეგლამენტის სრული დაცვით მოხდა
- +

4 იანვარი. 2019. 15:45

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა რეგლამენტის სრული დაცვით მოხდა.

 

„კომიტეტიდან პარლამენტის წევრის გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ მას უწყდება ამ კომიტეტის წევრობის უფლებამოსილება და ასევე წევრი ავტომატურად კარგავს იმ თანამდებობასაც, რომელიც კომიტეტში აქვს დაკავებული, ეს ყველაფერი არის რეგლამენტით დარეგულირებული. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ფრაქციის მხრიდან რაიმე დარღვევას. ეს ყველაფერი არის რეგლამენტით დარეგულირებული, ახალს არაფერს ვამბობთ, ფრაქციების მხრიდან ამა თუ იმ კომიტეტის გამოწვევა თუ ახლის შეყვანა ხშირად ხდება. რეგლამენტის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფრაქციას აქვს ნებისმიერი საპარლამენტო ორგანოდან და მათ შორის კომიტეტიდანაც მისი გაწვევის უფლება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner