გუშინ საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პლანეტის პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ღირსეულად 6-4, 3-6, 4-6 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ ისაუბრა.
„ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ბასილაშვილი თავიდანვე კარგად თამაშობდა, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. იგი ბოლო 10 თვის განმავლობაში კარიერაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის ბასილაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო ჩამწოდებელია“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.