ბოლო 24 საათის განმავლობაში პიროტექნიკით კიდევ 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. მათგან 3 მცირეწლოვანია, 2 კი - მოზრდილი.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, პიროტექნიკით დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, მათ ადგილზე ქირურგიულად დაუმუშავდათ ჭრილობები. ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გუგა ქაშიბაძის თქმით, წელს დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დამწვრობის 40 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზიანება მცირეწლოვანმა სახეზე მიიღო. ის ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.