დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
„დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში“, - ნათქვამია კახა კალაძის მისალოც წერილში.