სააგენტო ТАСС-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აფხაზეთის თვითაღირებული რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, „განზრახ მკვლელობის" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
აფხაზეთის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ქართულ მხარეს მტკიცებულებების გადაცემას სთხოვენ იმის შესახებ, რომ მკვლელობა მართლაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით გიგა ოთხოზორია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას ე.წ. საზღვრის დამცველებთან შელაპარაკება მოუვიდა. ჩხუბის მიზეზად კი გარდაცვლილის სურვილი სახელდება, რომ მას აფხაზეთში გადასვლა სურდა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა.