logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: უახლოეს პერიოდში გრიპის ვირუსის გავრცელება უნდა შემცირდეს, თებერვლის ბოლოდან კი, კვლავ გაიზარდოს
- +

4 იანვარი. 2019. 16:59

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გრიპის, კერძოდ, H1N1 ვირუსის გავრცელება უნდა შემცირდეს, ხოლო თებერვლის ბოლოდან ისევ გაიზარდოს.

 

როგორც პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობა 277-ს შეადგენს, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს.

 

„თუმცა გვქონია 900-ზე მეტი შემთხვევაც 2009-2010-2011 წლის სეზონებზე. ავადობის მაჩვენებელი ახლა უნდა შემცირდეს და მეორე მატება ალბათ იქნება თებერვლის თვეში, ოღონდ არა მგონია, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ახლაა. ბოლო წლებისათვის ეპიდემიური ზღვარი არის 500, რასთანაც მიახლოებულები ნამდვილად არ ვართ. მთავარია, რომ ვინც ავად გახდება და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს, მან დროულად მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას, დროულად დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

მისივე თქმით, გარდა გრიპის ვირუსისა, მიმდინარე სეზონზე გავრცელებულია წითელაც.

 

„ძირითადი და წამყვანი მაინც არის გრიპი და აბსოლუტური უმრავლესობა არის H1N1 ვირუსი, ძალიან ცოტაა H3 და უკვე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი. რომელი ვირუსითაც არ უნდა გახდეს ადამიანი ავად, მთავარი ის არის, რომ ძირითადი დაავადება არ გართულდეს და დროულად მიმართოს სამედიცინო დახმარებას“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner