შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის(808/807)მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს.
„დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
08:50 14:43 17:05 22:45
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
10:30 15:30 17:10 22:05
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!“ - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
გარდა ამისა, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი - თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.