logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: კოლჩაკი ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა და მიყვარდა...
- +

4 იანვარი. 2019. 18:08

ჟურნალისტი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სწორედ ამ დღეს, 1920 წლის 4 იანვარს, 1920 წლის 7 თებერვლის დახვრეტამდე, ადმირალ ალექსანდრე კოლჩაკს ჩამოართვეს რუსეთის უმაღლესი მმართველის და მთავარსარდლის ტიტული...

მე, ხომ იცით, ადრე „ვკომუნისტობდი“,

მაგრამ კოლჩაკი ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა და მიყვარდა...

მერე რა, რომ „თეთრგვარდელი“ იყო... პოლიტიკა მიდი-მოდის და ადამიანობა - მუდმივია...

ბავშვობიდან მქონდა წაკითხული მისი სიყვარულის ისტორია...

ბავშვობა გავიდა, მაგრამ სიყვარული დარჩა...

კოლჩაკს შესანიშნავი მეუღლე ჰყავდა - სოფია...

მოხდა ისე, რომ ცხოვრების გზაზე ირემივით გადაურბინა ანა ტიმირევამ, ცნობილი რუსი დირიჟორის, ა. საფონოვის შესანიშნავად ლამაზმა ქალიშვილმა...

ვერანაირად ვერ დავადანაშაულებ...

კოლჩაკი ისეთი იყო, გარეგნობითაც და შინაგანადაც, ნამდვილი ადმირალი...

ჰოდა, ახლა, ქალს ადმირალი რომ შეუყვარდება, ყოფილი გარდემარინი...

თანაც, პროფესიით ოკეანოლოგი და პოლარული მკვლევარი... ვერაფერსაც ვერ იზამს...

ის პირველი გამოუტყდა ალექსანდრს სიყვარულში...

სავარაუდოდ, გააგიჟა კოლჩაკის ქარიზმამ და მომხიბვლელობამ...

მათ შორის ასაკში 20-წლიანი განსხვავება იყო...

ერთხელ ანამ ჩახედა ადმირალს თვალებში და უთხრა - „მე თქვენ მიყვარხართ“...

კოლჩაკმა უპასუხა - „მე ხომ ეს თქვენთვის არასდროს მითქვამს“...

ანამ აჯობა... იცით, რა უთხრა დაბნეულ გარდემარინს...

„არა, თქვენ ეს არ გითქვამთ... ეს მე ვთქვიო... მე ბედნიერი ვარ იმითაც კი, გვერდით რომ დგახართ“...

ჰოდა, კოლჩაკმა მაშინ უპასუხა ის, რასაც მე მაგალითად, მთელი ცხოვრება ველოდებოდი - „მე თქვენ სიყვარულზე უფრო მეტად მიყვარხართო“...

მათი რომანი გრძელდებოდა 4 ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან გრძელი წელი... ადმირალს თავის კაიუტაში ანას სურათი ეკიდა. ორივეს მეუღლემ ეს იცოდა და იცით, რა არის მთავარი ...

მათი მეუღლეები, სოფია კოლჩაკიც და პოლკოვნიკი ტიმირევიც იმდენად ღირსეული ადამიანები იყვნენ, რომ ამ ძალიან რთულ ისტორიაში არც სიცრუე იყო და არც ფალში... ქალებმაც კი გაუგეს ერთმანეთს..

სხვათაშორის, ანა ვასილიევნას კოლჩაკი თავად მეუღლემ წარუდგინა... ასე თქვა - „ეს ის პოლარული ადმირალიაო!!!“...

სიცოცხლის ბოლოს ანამ დაწერა, რომ ყველაზე ბედნიერი იყო 26 წლის ასაკში, როდესაც 1918 წლის აგვისტო გაატარა კოლჩაკთან ერთად, იაპონიის ქალაქ ნიკაში...

როდესაც ადმირალი დააკავეს და ირკუტსკის ციხეში განათავსეს, ანა იმავე ციხეში წავიდა და ჩაბარდა...

კოლჩაკის დახვრეტამდე ერთი საათით ადრე, მათ კოლჩაკის საკანში ერთმანეთთან შეხვედრის უფლება მისცეს...

საკანი ფოტოზეა...

არ ვიცი და ვერც წარმომიდგენია, რაზე უნდა ესაუბრათ, მაგრამ 7 თებერვლის სუსხიან დილით, ადმირალი კოლჩაკი უარს იტყვის თვალების ახვევაზე და პირადად უხელმძღვანელებს საკუთარ დახვრეტას...

ის მართლა დიდი კაცი იყო...

შეეძლო რუსეთიდან გაქცევა, ფინეთისგან მხარდაჭერის მიღება, მაგრამ...

7 თებერვალს ირკუტსკში, გაყინულ მდინარეში ჩააგდეს...

ანამ კოლჩაკთან სულ 17 ბედნიერი თვე გაატარა, რომლისთვის შემდგომში 37 წელი იჯდა ციხეში...

მაგრამ, ღირდა...

ნახეთ, რა ლექსი ვიპოვე...

ანამ კოლჩაკს დაუწერა გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე, 1970 წელს ...

 

უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან მიყვარს ჩემი თავი ხოლმე, ასეთ რაღაცებს რომ ვპოულობ...

Полвека не могу принять -

Ничем нельзя помочь:

И все уходишь ты опять

В ту роковую ночь.

 

А я осуждена идти,

Пока не минет срок,

И перепутаны пути

Исхоженных дорог...

 

Но если я еще жива

Наперекор судьбе,

То только как любовь твоя

И память о тебе.

 

ბოლოს, ანა მუშაობდა რიბინსკის დრამატულ თეატრში... არავინ არაფერი იცოდა მის წარსულზე, მთავარი რეჟისორის გარდა, რომელიც ყოველდღე ქედს იხრიდა მის წინაშე და ხელზე კოცნიდა...

გისურვებთ ძალიან, ძალიან, ძალიან სიყვარულიან დღეს!!!“ - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner