logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ
- +

4 იანვარი. 2019. 18:43

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს.

 

„გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ. ვხედავ იმ საფრთხეს, რომ მსჯელობა იყოს რაც შეიძლება საღი, გამჭვირვალე და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მსგავსი ფორმით წარმოდგენილი, ნახევარ საათში, ბნელ ან განათებულ ოთახში დაწერილი სია არ უნდა შემოდიოდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ნებსით თუ უნებლიეთ იარლიყები არ მივაკეროთ. მე მაქვს ჩემი მკაფიოდ გამოხატული მოსაზრება. თუ ის ვინმეს მოსაზრებას ემთხვევა, ეს იქნება მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია თუ სხვა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანის ჯგუფს მივეკუთვნები. მე ვარ უმრავლესობის წევრი და მაქვს მკაფიო პოზიციები საკითხებზე, რომელსაც მუდამ ვაფიქსირებ“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner