logo_geo
eng_logo
ნატა კვაჭანტირაძე: 2018 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
- +

4 იანვარი. 2019. 18:53

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, 2018 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

 

„ჩვენს ქვეყანაში 8 მილიონ 700 ათასამდე ვიზიტი შედგა, აქედან ნახევარზე მეტი ტურისტია, რომელიც საქართველოში ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად ჩამოდის.

ტურიზმის სფეროში ინფრასტრუქტურის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და რეგიონების განვითარების მიზნით მომავალში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება, იგეგმება ინვესტიციები სასტუმრო სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის, ამ პროცესში აქტიურად ჩართულია კერძო სექტორი“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

 

ნატა კვაჭანტირაძე 2018 წლის საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკის პრეზენტაციას დაესწრო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner