logo_geo
eng_logo
შსს: ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შემოსულია 11 შეტყობინება
- +

4 იანვარი. 2019. 18:54

„ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შემოსულია 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner