logo_geo
eng_logo
მიხეილ ცაგარელი: კარგი წელიწადი იქნება ქორწინებისთვის და გამრავლებისთვის
- +

4 იანვარი. 2019. 21:20

ასტროლოგი  მიხეილ ცაგარელი 2019 წლის ტენდენციებზე საუბრობს. მისი თქმით, ეს წელი კარგი იქნება ქორწინებისთვის. ასევე, ისაუბრა, რომელი ციფრია წარმატებაზე ორიენტირებული.

 

„2019 კარგი წელიწადი იქნება ქორწინებისთვის, გამრავლებისთვის, ფიზიკური სრულყოფისთვის, ბიზნესის გაფართოებისთვის, ვარჯიშებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის. ნუმეროლოგიის მიხედვით  (2+0+1+9=1+2=3), წარმატებაზე ორიენტირებული ციფრი 3 გახლავთ. იგი მერკურისეული ენერგიის მატარებელია და ხელს უწყობს სწავლას, ინფორმაციის მიღებას, კომუნიკაციას, აღმშენებლობას, შემოქმედებას. ამასთან ითხოვს შრომასა და ზუსტ მოტივაციას“, - აღნიშნა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

 

მან ასევე ისაუბრა, რომელი პროექტები იქნება წარმატებული და რომელი პლანეტები აღმოჩნდებიან დათრგუნვილ მდგომარეობაში.

„მინიმალური ძალისხმევაც კი შედეგს მოიტანს. წელს მძიმე სამუშაო გარდაიქმნება საინტერესო თამაშ-პაექრობად. წარმატებული იქება საქმიანი პროექტები და სოციალური პროგრამები. ნიშანდობლივია ისიც, რომ წელს დათრგუნვილ მდგომარეობაში  აღმოჩნდება არამარტო პლანეტა მარსი, არამედ მთვარეც (ემოცია). ამგვარად, ძლიერი მზე დათრგუნავს მთვარის ემოციურ მგრძნობიარე ენერგიებს, ამიტომ, შესაძლოა, ზოგჯერ პრობლემები წარმოიქმნას ემოციური კომუნიკაციის, გრძნობების დონეზე“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner