მოამბე იუბილარია.
ქვეყნის პირველი ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა 51 წლის გახდა. მისი ისტორია 1968 წლის 4 იანვრიდან იწყება, ანუ იმ დროიდან, როდესაც პირველმა არხმა ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების ყოველდღიური გაშუქება დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ თაობები, იცვლებოდა ტექნიკა, ფორმატი და სტუდიები, თუმცა პირველი სახელწოდება საინფორმაციო პროგრამას დღემდე მოჰყვება. უკვე დღეს „მოამბის“ გამოშვებები დღეში ცხრაჯერ და ხუთ ენაზე გადის ეთერში.