ცოტნე გამსახურდია სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
გამსახურდიას თქმით, ქართველმა სამართალდამცველებმა შესაბამისი ქმედითუნარიანობა არ გამოამჟღვნეს.
„დღეს კიდევ ერთხელ მრცხვენია, რომ ქართველი ვარ... წარმომიდგენია, რას იზამდენ ასეთ დროს ებრაელები: ახლა უკვე ჰაერში იქნებოდა არამხოლოდ მკვლელი, მისი ოჯახი, სახლი, კარი და ყველაფერი, რაც მის სახელს უკავშირდება.
ჩვენთან ისიც ვერ გაბედეს, რომ ფულადი ჯილდო დაენიშნათ მკვლელის გასანადგურებლად!
საერთაშორისო ორგანიზაციები "ჩავაყენეთ საქმის კურსში", დეედა, რაღა ეშველებათ აფხაზებს!
სამაგიეროდ, პომპეზურად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, და განა ერთს, ორსა!"- წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ოთხი შეიარაღებული პირი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ერთ-ერთმა 31 წლის საქართველოს მოქალაქეს გიგა ოთხოზორიას ექვსჯერ ესროლა, ბოლოს საკონტორლო გასროლა განახორციელა.