დღეს სტამბოლში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების პროცედურა იწყება. მსოფლიო პატრიარქის თანდასწრებით ხელი მოეწერება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შესახებ ტომოსს.
ხვალ კი, უკრაინის ეკლესიის ახალ მეთაურს - მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გადასცემენ.
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის ახალდაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს.