logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: შეგვიძლია კონგრესის გვერდის ავლით, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მიღება
- +

5 იანვარი. 2019. 14:26

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლებელია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მიღება.

 

დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, განიხილავს თუ არა ის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას კედლის მშენებლობისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე დაფინანსების გამოსაყოფად.

 

„მე შემიძლია ამის გაკეთება, თუ ამას მოვინდომებ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ძალიან სწრაფად კედლის აშენება. ეს ქმედება შეიძლება საჭირო გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

როგორც ტელეარხი ABC განმარტავს, სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ტრამპს შეუძლია გამოიყენოს კონგრესის მიერ საგანგებო სიტუაციებისთვის გამოყოფილი სახსრები.

 

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბრიდან, საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო, აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. ამერიკელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ 2019 წლის ბიუჯეტი, ვინაიდან მათ კომპრომისული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner