logo_geo
eng_logo
NATO რუსეთს რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
- +

5 იანვარი. 2019. 15:04

 

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება შეასრულოს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

სტოლტენბერგის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მოსკოვი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, წლების წინ გაფორმებული შეთანხმება ჩაიშლება და სერიოზული პრობლემები შეიქმნება.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერს დეტალებზე არ ულაპარაკია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში NATO-ს რეაგირების რამდენიმე ვარიანტი ექნება.

 

ხელშეკრულება, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების კონტროლს მოიცავს.

 

დეკემბერში რუსეთში ახალი ჰიპერზებგერითი რაკეტა „ავანგარდი“ გამოსცადეს. რაკეტა 2019 წლიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში იქნება. „ავანგარდი“ ახალი მაღალტექნოლოგიური რუსული იარაღია, რომლის შექმნაც რუსეთის პრეზიდენტმა მარტში დააანონსა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner