logo_geo
eng_logo
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა
- +

5 იანვარი. 2019. 15:42

 

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსს ხელი მოაწერა.

 

ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერამდე კონსტანტინოპოლის წმინდა გიორგის ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, რომელსაც ესწრებოდნენ: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი, პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი, ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ეპიფანე.

 

მღვდელმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა თავის რეზიდენციაში უკრაინის პრეზიდენტი და მიტროპოლიტი ეპიფანე მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის ახალდაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner