logo_geo
eng_logo
45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
- +

22 მაისი. 2016. 10:10


დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.


ცესკო-ს ცნობით, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა დროულად, დილის 7:00 საათზე.  დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ კენჭისყრის წინა პროცედურებს. შესაბამისად წილისყრით ფუნქციები განაწილებულია კომისიის წევრებს შორის და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაცემულია. კენჭისყრის წინა პროცედურებს დააკვირდა პოლიტიკური სუბიექტების 134 წარმომადგენელი და 178 დამკვირვებელი.



ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უკვე მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. მოცემული დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს", - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.  



საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს,  მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.


შეგახსენებთ, რომ დღეს, მთელი დღის განმავლბაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51: ასევე, ონლაინ ჩათი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.



დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner