ანალიტიკურმა კომპანია OAG-მა 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური აეროპორტები და ავიაკომპანიები დაასახელა. სიის შედგენამდე გაანალიზდა 58 მილიონამდე ავიარეისი. შედეგად კი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა კომპანიამ საუკეთესოები დაასახელა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიებია:
რაც შეეხება ყველაზე პუნქტუალურ აეროპორტებს, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, ყველაზე პუნქტუალური მეგა აეროპორტის ტიტულს არ თმობს იაპონიაში ჰანედას აეროპორტი (85.62%).
სიაში ასევე წამყვან ადგილზეა მოსკოვში, შერემეტოვოს აეროპორტი (87%). პუნქტუალური აეროპორტების სიაშია იაპონიის კიდევ ერთი, ოსაკას აეროპორტი (88.22%). საშუალო ზომის აეროპორტებიდან ყველაზე პუნქტუალურია პანამის აეროპორტი (91.11%). პატარა აეროპორტებიდან კი - მინსკის ეროვნული აეროპორტი (92.35%).