logo_geo
eng_logo
მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები დასახელდა
- +

5 იანვარი. 2019. 22:10

 

 

ანალიტიკურმა კომპანია OAG-მა 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური აეროპორტები და ავიაკომპანიები დაასახელა. სიის შედგენამდე გაანალიზდა 58 მილიონამდე ავიარეისი. შედეგად კი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა კომპანიამ საუკეთესოები დაასახელა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიებია:

 

  1. Copa Airlines (89.79%) - ლათინურ ამერიკაში
  2. airBaltic (89.17%) - ევროპაში
  3. Hong Kong Airlines (88.11%) - აზიასა და წყნარი ოკეანის არეალში
  4. Hawaiian Airlines (87.52%) - ჩრდილოეთ ამერიკაში
  5. Bangkok Airways (87.16%)
  6. Qantas Airways (85.65%)
  7. LATAM Airlines Group (85.60%)
  8. Azul (85.21%) - ყველაზე იაფიანი გადამყვანი
  9. Qatar Airways (85.17%) - ტოპ კომპანია შუა აღმოსავლეთში
  10. KLM (84.52%)

 

რაც შეეხება ყველაზე პუნქტუალურ აეროპორტებს, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, ყველაზე პუნქტუალური მეგა აეროპორტის ტიტულს არ თმობს იაპონიაში ჰანედას აეროპორტი (85.62%).

 

სიაში ასევე წამყვან ადგილზეა მოსკოვში, შერემეტოვოს აეროპორტი (87%). პუნქტუალური აეროპორტების სიაშია იაპონიის კიდევ ერთი, ოსაკას აეროპორტი (88.22%). საშუალო ზომის აეროპორტებიდან ყველაზე პუნქტუალურია პანამის აეროპორტი (91.11%). პატარა აეროპორტებიდან კი - მინსკის ეროვნული აეროპორტი (92.35%).

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner